ა.წ. 8-21 ივნისს ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე ნატო ფიცხელაური ICM მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა გოტენბურგის უნივერსიტეტში (შვედეთის სამეფო).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ვიცე-რექტორთან პროფ. პეტზოლდთან, კვლევის და ინოვაციის განყოფილების მრჩეველთან ქალბატონ აზა ბჟორესტრომთან, სამუშაო გარემოს კონსულტანტთან ქალბატონ ანა ზეტერგრენტთან, სწავლის პროცესების და სტუდენტთა მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ქალბატონ ლენა კარპერსთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან და აკადემიური პერსონალთან, მათ შორის პროფესორ ჯესპერ ლოვესთან, ასოც. პროფესორ ლეონარდ სტოკფელტთან და ზიგრიდურ ბეკთან. კოლეგების მიერ გაზიარებულ იქნა საუკეთესო პრაქტიკა, სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით შვედეთის გამოცდილება, კვლევების პოპულარიზაციის გზები და სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიდგომები. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა.